254
23 მაისი 2023, 19:06
როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.
„Energy community Parliamentary Plenum Meeting - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი.
ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.
ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს მიერ ენერგეტიკული ჰაბის როლის შესრულების ამბიციურ მიზანს წარმოადგენს.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ყველას ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული მოდერნიზირება, რაც ამ პროექტის რეალიზებას დააჩქარებს.“, - წერს ეკა სეფაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |