პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი - ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, 14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს. იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა, რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 20 მაისი 2023, 21:25
პოლკოვნიკი გია კრიალაშვილის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა. 

მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული კრიალაშვილის და, მომხდარს იხსენებს და  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც კრიალაშვილი წერს, “14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს.
მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერეო ან როგორ მოგეფერო,რაც დრო გადის  უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა.” 





“ჩემო გაუსაძლისო ტკივილო 14 წელი გაფრინდა შენს გარეშე. 14 წლის წინ ,,დემოკრატიის შუქურად,, წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს.
არ ვიცი რა გითხრა ჩემო ვაჟკაცო, იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის. მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერეო ან როგორ მოგეფერო ან რა გითხრა ჩემო სულო და გულო, რაც დრო გადის  უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა.  მენატრები უზომოდ, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ. ნათელში იყავი ჩემო ტკბილო ძმაო,”- წერს ლია კრიალაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი