205
20 მაისი 2023, 15:04
ნიკოლეიშვილი რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად წერს და აქვეყნებს მიკა ვინოკუროვის მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ე.წ. სქრინებს, რომელიც აპროტესტებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს.
ნიკოლეიშვილი იმ ხალხს მიმართავს, ვინც პოლიტიკოსების ზოგიერთი წარმომადგენლის ნათქვამზე გადიან, რომ თავდაპირველად ის მაინც გაარკვიონ ვის ლანძღავენ.
„რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად ვწერ და ვაქვეყნებ ფოტოებს - ის მაინც გაგერკვიათ, რა პოზიცია აქვს ადამიანს, სანამ მიუვარდებოდით და სამარცხვინო წიოკს მოაწყობდით სასტუმროსთან?! მე არ ვიცი, ვინ სად იმყოფება და რა ქორწილს იხდის, მაგრამ ეს მართლა აგენტები რომ "სანქცირებულ რუსს" ეძახიან, პირდაპირ და ღიად გმობს რუსეთის ომს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. ახლა კი იმ ბრბოს მივმართავ, ხოშტარიას და მელიას დაძახებულზე ცხვრებივით რომ გაერეკნენ კახეთში, ის მაინც გაარკვიეთ ვის ლანძღავთ თქვე დოქსოპულოებო!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |