ვატო შაქარიშვილი: დღემდე უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 20 მაისი 2023, 14:39

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ეხმიანება. კერძოდ, დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი.

შაქარიშვილის თქმით, ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. აქვე, გაიხსენა გიორგი გაბუნიას მიერ რ2-ის ეთერში ნაჩვენები “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში.
მისივე თქმით, უდიდესი ფული იხარჯება, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ზელენსკიმ რომის პაპს საჩუქრად გადასცა უკრაინელი „არტისტის” ოლექსი რევიკას ნამუშევრები - დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი…

ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. გახსოვთ ალბათ, გიორგი გაბუნიამ რ2-ის ეთერში რომ აჩვენა „ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში…

მადლობა ღმერთს, საქართველოში ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში რომ დაწყებული საქმე სისრულეში მოეყვანათ, ეკლესია გაეხლიჩათ და ქართველ ხალხში რწმენა გაეტეხათ. დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.


მაგრამ მთავარი ავიწყდებათ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც - „ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი