ანდრია გვიდიანი: უნიჭო "ფეიქი" გაავრცელეს, თითქოს მოსკოვი-თბილისის ბორტზე "რუსებს ცეკვით დავხვდით" - სინამდვილეში „ნაციონალების“ ტელევიზიაში გასული ცეკვის ვიდეოები თბილისი-კიევის 2021 წლის კადრებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 19 მაისი 2023, 15:36
ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ტელეარხებზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც  დასათაურებულია როგორც „აზიმუტის“ თვითმფრინავში შესრულებული ქართული ცეკვა.

მისი თქმით, მართალია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილების გარეშე არსებობა არ შეუძლია, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ გავრცელებული ტყუილი მალე გამოაშკარავდებოდა და საზოგადოება გაიგებდა, რომ სინამდვილეში აღნიშნული ვიდეო თბილისი-კიევის ბორტზეა გადაღებული.

""ნაცმოძრაობის" ტელეკლოაკებმა უნიჭო ფეიქი გაავრცელეს, რომ თითქოს მოსკოვი-თბილისის ბორტზე "რუსებს ცეკვით დავხვდით".

გასაგებია, რომ ნაციონალებს ტყუილების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო მათი უნიჭობაა.

სინამდვილეში ნაციონალების ტელევიზიაში გასული ცეკვის ვიდეოები თბილისი-კიევის 2021 წლის კადრებია. ისეთი უნიჭოები არიან, ისიც ვერ გათვალეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი