ნინო ფოჩხუა: მაშინ, როცა ჩვენი "სტრატეგიული მეგობრები" ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, "Vision of Humanity"-ის კვლევით  ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 18 მაისი 2023, 15:00
მაშინ როცა ჩვენი "სტრატეგიული მეგობრები" ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, "Vision of Humanity" კვლევით  ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ ქმედებები, რასაც როგორც გარე, ისე შიდა მტრები სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ, შედეგს ვერ მოიტანს. 

„მაშინ როცა ჩვენი "სტრატეგიული მეგობრები" ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, "Vision of Humanity" კვლევით  ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენს ხელისუფლებას უწევს მუშაობა, საქართველო მაინც  წინ მიდის.
ეს კვლევა ეფუძნება ზუსტად იმ რვა საყრდენს, რომელიც მუდმივი კრიტიკის ობიექტია, ჩვენი როგორც გარე, ისე შიდა მტრების.
აი ეს ჩამონათვალიც:
1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო
3. კორუფციის დაბალი დონე
4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
7. ინფორმაციის თავისუფლება
8. რესურსების სამართლიანი განაწილება
ასე რომ საქართველოს მომავალი აქვს და ფუჭია ყველა იქ ქმედება, რასაც გლობალური ომის პარტია აქაური მარიონეტებით ასე მონდომებით ცდილობენ.“ - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი