ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 17 მაისი 2023, 13:28

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს.

ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოდან მივდივარ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოში უკრაინის საელჩოში განუცხადეს, ანდრეი კასიანოვის ნაცვლად, დროებითი რწმუნებულის მოვალეობას ოლექსანდრ შულგა შეასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი