ნუკრი შოშიაშვილი: ქილიჩდაროღლუს მოადგილე ოზქოჩი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტია თურქეთში, მან თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 17 მაისი 2023, 10:44

იყო ქართველი და არ უჭერდე ამ არჩევნებში ერდოღანს მხარს, საქართველოს მტრობას ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იდიოტობით მოგდის თუ სპეციალურად აკეთებ ამას - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ნუკრი შოშიაშვილი.

როგორც შოშიაშვილი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ სუვერენულობის იდეა მნიშვნელოვანია, ქილიჩდაროღლუ მისთვის სრულიად მიუღებელია, მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში, რომელმაც თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას.

„თურქეთის არჩევნებში მე მხარს ვუჭერ ერდოღანს. გარდა იმისა, რომ სუვერენულობის იდეა მნიშვნელოვანია, ქილიჩდაროღლუ ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი. მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში. მან თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას, ასეთი რამე არ ახსოვს თურქეთის მეჯლისს. ამის გარდა, მეორე ოპოზიციური პარტიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს. იყო ქართველი და არ უჭერდე ამ არჩევნებში ერდოღანს მხარს, საქართველოს მტრობას ნიშნავს (არ აქვს მნიშვნელობა ეს იდიოტობით მოგდის თუ სპეციალურად აკეთებ ამას)" - წერს ნუკრი შოშიაშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი