ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქართველების ომს ომად არ მიიჩნევთ, ეს არის 2008 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 15 მაისი 2023, 18:03
თუ კელი დეგნანისთვის წყალგამყოფი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, მაშინ გამოდის, რომ: ა) 2008 წლის აგვისტოს ომს ის პირადად სააკაშვილს აბრალებს ბ) იმდენად ფეხზე ჰკიდია საქართველო, რომ არც ომი ახსოვს და არც წარსული ისტორია,  - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის  პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, ელჩის განცხადება იმის შესახებ, რომ 2019 წელსა და ახლანდელ დროს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამიტომ არავინ უნდა მიესალმოს სასტიკი აგრესორისგან საჩუქარს, სამარცხვინოა. მისივე თქმით, ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ დეგნანი ქართველების ომს ომად არ მიიჩნევს. 

„გადაჭარბების გარეშე - ეს არის უბრალოდ დიპლომატიური სკანდალი ან პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის ომი ამერიკელების კოორდინირებით ხდებოდა. მარტივად არის ამბავი - თუ კელი დეგნანისთვის წყალგამყოფი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, მაშინ გამოდის, რომ: ა) 2008 წლის აგვისტოს ომს ის პირადად სააკაშვილს აბრალებს ბ) იმდენად ფეხზე ჰკიდია საქართველო, რომ არც ომი ახსოვს და არც წარსული ისტორია. ორივე შემთხვევაში კატასტროფაა ეს, ქალბატონო ელჩო. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქართველების ომს ომად არ მიიჩნევთ. ეს არის შეურაცხყოფა 2008 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი