ამირან სალუქვაძე: პუტინმა ძალიან კარგად იცოდა, ვიზების გაუქმებით კოლექტიური ნაცმოძრაობა ხმაურს რომ ატეხავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 10 მაისი 2023, 15:08

რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს. ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? სჭირდება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ისედაც უვიზოდ მოგზაურობდნენ საქართველოში, ხოლო ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს ერევნის გავლით ქვეყანაში დაბრუნება აღარ მოუწევთ.

„პუტინმა ძალიან კარგად იცოდა, ვიზების გაუქმებით კოლექტიური ნაცმოძრაობა ხმაურს რომ ატეხავდა. ამ აჟიოტაჟს ყველა პარტიის მხრიდან მივიღებ, ნაციონალების გარდა. მოდით დავაზუსტოთ: სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს აგვისტოს ომის და ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები დაასაჩუქრა და სავიზო რეჟიმი შეუმსუბუქა.

ანუ, რუსეთის მოქალაქეები სააკაშვილის გადაწყვეტილებით ისედაც უვიზოდ ჩამოდიოდნენ საქაეთველოში, მიუხედავად ოკუოაციისა. რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს. ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? სჭირდება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

სააკაშვილი 2008 წელს კულტურის წერილს აგზავნის, 2009 წელს პატრიარქს მოსკოვში მოკითხვას ატანს, 2009 წლიდან მოყოლებული რუს ტურისტებს ეპატიჟება და როგორც გვიან გავიგეთ, თურმე არაერთხელ დახვედრია მათ საზღვარზე, ააქტიურებს სავაჭრო ურთიერთობებს, წინ მოუძღვის რუსულ კაპიტალს და ხელში უგდებს სტრატეგიულ ობიექტებს და ბოლოს, უნთებს მწვანე შუქს WTO-ში.

უამრავჯერ დამოძღვრა მოსახლეობა, აბა რა ვქნათ, ღვინო და ვაშლი ხომ უნდა გავიტანოთო (ყველა ეს განცხადება დევს ინტერნეტში და რამდენჯერმე გამოვაქვეყნე). ამ ყველაფერს თავად ჰყვება 2013 წელს ევროსაბჭოში. მეტიც, რუსეთის დელეგაციას ეტრაბახება რუსულ პოეზიას და კულტურას ყველაზე კარგად ვიცნობ და რუსულად ბიძინა ივანიშვილზე უკეთ ვლაპარაკობო.

ჰოდა, ზემოთ აღწერილის შემდეგ რა ნამუსით ხმაურობთ, წარსულზე მაინც მოიხადეთ ჯერ ბოდიში? მით უმეტეს, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას არაფერი გაუუქმებია და მიუყიდია რუსეთისთვის. პირიქით, გამოსყიდვა მიდის. ჰოდა, თქვით, რომ შეცდომებს სჩადიოდით.

ქართველები რუსეთიდან რომ მაინც ჩამოდიან და უკან მიდიან, ოღონდ ერევნის გავლით, ესეც ხომ იცით? ვინ იგებს და აგებს ამით? ანუ აგვისტოს ომის შემდეგ შეიძლებოდა და ახლა არა? ესაა თემა, თორემ გულწრფელები რომ იყოთ, შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობაში შემოსვლა. თქვენ ოღონდ სახმაურო თემა ნახოთ. როგორც შემოგელევათ, გადმოგიგდებენ ხოლმე“, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი