ზურაბ ქადაგიძე: ღია პროპაგანდითა და "ფეიქ-კამპანიებით" ცდილობს "გლობალური ომის პარტია" სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 10 მაისი 2023, 12:42
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.

„რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა. ერთია, როდესაც ღია პროპაგანდითა და „ფეიკ-კამპანიებით" ცდილობს "გლობალური ომის პარტია" სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს ასეთი ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი