დავით ქართველიშვილი: კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 09 მაისი 2023, 20:03
„დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კონსერვატიზმი თანამედროვე გაგებით რეტროგრადულია და ასეთ „პროგრესულ ევროპაში“ არაფერი გვესაქმება.
„დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესიული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან. ახლა ჩვენ გვკითხეთ, გვესაქმება რამე თქვენს „პროგრესულ ევროპაში“? თანაც საქმე იმაშია, რომ გრძნობთ, ხვდებით, რომ კონსერვატიზმის „საცეცხლურმა“ უკვე დაიწყო თქვენს გასულიერებულ გარემოში კმევა, პოლიტიკური „აიაზმა“ უკვე მზადაა სხურებითა წმიდითა იქ მიგიჩინოთ ადგილი, სადა არს „ღრჭენაჲ კბილთა“. მოთმინება! - ჩვენ მოვდივართ. მოვდივართ საქართველოდან. გაისად წამოვალთ ამერიკიდან. მანამდე ევროპაში აგიფეთქებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც იმყოფებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი