„ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მსგავსად, თანამდებობა ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 09 მაისი 2023, 16:35

„ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ია ჯიშკარიანმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის „ახალი მენეჯმენტის“ დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ ხუთ დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა “დანიშნეს” პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს – ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი. თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან – რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე. პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ. ჩემთვის მიუღებელია ასეთ დროს (როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღე დღეზე უნდა გადაწყდეს), ასეთი ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას; ვრჩები პარტიის რიგით წევრად, მანამ სანამ პარტიას ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგაქრის ტყვეობაშია“, – წერს ჯიშკარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი