ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე - მან თქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა: უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არისო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 09 მაისი 2023, 12:07
ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, კეტი პირიმ დაადასტურა, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოში ეროვნულ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს, ევროპის სოციალისტური პარტია მხარს არ დაუჭერს.
„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა. უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არის, მაგ პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას ჩვენ არ გავახარებთო. დიახ, არ მოგესმათ - ეს თქვა ზუსტად და გარკვევით!!!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი