ამირან სალუქვაძე დავით არახამიას ინტერვიუზე: ყველაფერზე იბოდიალა, "ქოლ-ცენტრებისა" და ომის დროს, მისი ძმის სახელით, უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა.  ახლა ჭკუას გვარიგებს დღეს საქართველოს ომი არ აწყობსო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 08 მაისი 2023, 10:35
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ტელეკომპანია “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც სალუქვაძე წერს, არახამიამ ყველაფერზე ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი თემების გარდა, რაც ე.წ ქოლცენტრების საქმეს და მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე ფართის ქირავნობას ეხება. 

“გუშინ არახამიამ ყველაფერზე იბოდიალა, "ქოლ-ცენტრებისა" და ომის დროს, მისი ძმის სახელით, აღმაშენებელზე 4 ათას ლარად(?) უზარმაზარი ფართის ქირავნობის გარდა. 

ახლა ჭკუას გვარიგებს დღეს საქართველოს ომი არ აწყობსო. შარშან მარტიდან მოყოლებული იქაური გონჩარენკოები და აქაური ლომჯარიები ვენებს იჭრიდნენ, ცეცხლის წვიმა გვირჩევნიაო, გინდათ თუ არა ოფიციალურად სამხედრო დახმარება გაგვიწიეთო და ა.შ. ვინ იყო ამ ყველაფრის დირიჟორი? ვინ იყო მთავრობების დონეზე ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი? 

დღემდე კოლექტიური ხოშტარიები შავ ხვრელებს ეძებენ. არ იციან, რომ (ყველაფერს ვერ დავწერ) ჩვენი საზღვარი 100%-ით გამჭვირვალეა ჩვენი პარტნიორებისთვის? 

საკმარისია. არ ღირს უფრო ვრცლად. ათასჯერაა გადაღეჭილი. არახამია არაა უკრაინა, მით უმეტეს არაა საქართველო. არავის სჭირდება მისი დამოძღვრა. დედამიწაზე 8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთია,”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი