245
08 მაისი 2023, 10:17
ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, - ამის შესახებ ილიაუნის ლექტორ გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დამტკიცებულია, რომ ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო, ამიტომ ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით, საზოგადოება მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს ასრულებს.
“ისევ ტრადიციების შესახებ:
ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის:
ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტულიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).
ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა&ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.
სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით.” - წერს თევზაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |