დავით ქართველიშვილი: ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ ჩვენი, „ხალხის ძალის“, და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა, მაგრამ ეგრევე მივხვდი - ხაფანგია!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 04 მაისი 2023, 22:19
ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ ჩვენი, „ხალხის ძალის“, და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა“, მაგრამ ეგრევე მივხვდი - ხაფანგია! გავაგრძელე ინტერვიუს კითხვა, და აი ისიც! დეგნანის საყვარელი სიტყვები: „ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა, საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კელი დეგნანი ცდილობს, სიტყვებით „რუსეთი“ და „რუსული“ გავლენა იქონიოს ქართველი ხალხის აზროვნებაზე და „ხალხის ძალის“ მორიგ ინიციატივას წინასწარვე დაარქვას სახელი.

„კოგნიტური დისონანსი ზედგამოჭრილი ტერმინია – ზუსტად ამის მიღწევა სურს პროპაგანდას, რომელიც დღეს საქართველოს ბომბავს“ - ამით დაიწყო bm.ge-ის ერთ-ერთ კითხვაზე თავისი პასუხი კელი დეგნანმა.
დაიწყო და გააგრძელა: „უნდა შემოიტანოს დაბნეულობა, გაფანტოს ყურადღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ გაარკვიონ, რა არის სიმართლე. ვერ გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭორი და მართალი, დეზინფორმაცია, რომელსაც წალეკილი აქვს დღეს საზოგადოება.“
ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ ჩვენი, „ხალხის ძალის“, და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა“: „ვიცი... გიმუშავიათ დეზინფორმაციასთან და „ფეიკებთან“ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებზე. მიდით, გზა ხსნილია“.
მაგრამ ეგრევე მივხვდი - ხაფანგია! გავაგრძელე ინტერვიუს კითხვა, და აი ისიც! დეგნანის საყვარელი სიტყვები: „ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა, საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი.“ 
„რუსები“, „რუსეთი“... და მივხვდი, ჩვენს მორიგ ინიციატივას რა ტერმინი ელის წინ (უკვე ერთგზის ესოდენ კარგად ცნობილი). ალბათ, თქვენც გამოიცანით. თუმცა რჩებოდა ერთი ალტერნატივაც, ჩვენს საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონოდა შემდეგი სათაური: „ქართული მედიასივრცის არარუსული, ანტირუსული და ჭეშმარიტად დასავლური სეგმენტის გარდა ყველა დანარჩენ საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციასთან და ფეიკებთან ბრძოლის შესახებ.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი