264
03 მაისი 2023, 19:36
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.
“დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ”, - წერს გრეგოროვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |