გია აბაშიძე „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსზე“: შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა. პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია სხვადასხვა სახელმწიფოში, ამ კვლევიდანაც ჩანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 03 მაისი 2023, 14:22

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს 12 პუნქტით დაწინაურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანი, თუმცა, პოლარიზებულია. აბაშიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი პრობლემები, მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც აქტუალურია.

„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს 2023 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს. საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ "მედიალანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა ამავე დროს ძალზედ პოლარიზებული. მანიპულაციები, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს"...

პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია, ამ კვლევიდანაც ჩანს სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიების სახელმწიფოებში. სენი უკურნებელია, ხარისხის დაწევა შეიძლება, მაგრამ ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში ამას ვერ ახერხებენ. ციფრული მედიისა და სოცქსელების ეპოქაში შეუსრულებელი ამოცანაა.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი