„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით, 12 საფეხურით დაწინაურდა.
როგორც ქადაგიძე წერს, მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.
„დაწინაურდა და გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მალტა, საბერძნეთი, ისრაელი უკრაინა და ა.შ ჰო და როდესაც მედია-პლურალიზმს გამოიყენებთ რადიკალები პოლიტიკური ინსინუაციებისათვის, ხანდახან გადახედეთ სტატისტიკას. რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბათ პროცესს, რეალობას ვერ შეცვლით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |