ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იძახიან, რომ პარტიას მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია, მე და ხაბეიშვილი მაშინ სკოლაში ვიყავით, მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 03 მაისი 2023, 12:25

მე და ხაბეიშვილი სკოლაში ვიყავით, ის ცხრა წელი თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით ელჩებად, მინისტრებად და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყვნენ, არასოდეს არაფერზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ 9 წლის განმავლობაში და ახლა ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია.

„ჩემი სახე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრები, ელჩები, ანუ ადამიანები რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყვნენ, სახეები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები 9 წელი, არასოდეს არაფერზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ იმ 9 წლის განმავლობაში, მშვენივრად გრძნობდნენ თავს – იძახიან, რომ ენმ-ს თურმე მართვის ცუდი გამოცდილება აქვს და ხალხს ეშინია. რა ვიცი, ჩემო დებო და ძმებო, მაგ დროს მე და ხაბეიშვილი სკოლაში ვიყავით, ის ცხრა წელი თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით ელჩებად, მინისტრებად და მაინც ჩემი რანაირად ეშინიათ. ანუ ის 9 წელი „შეცდომები და შიში“ თქვენ რომ მონაწილეობდით და მე სკოლაში და უნივერსიტეტში ვიყავი – მაინც ჩემი ბრალია? ან რა გგონიათ, ახლა „ლელოს“ დაირქმევთ, შმელოს თუ ნებისმიერ სხვას ხალხს, ეგ არ ახსოვს? რა ახალი სტილია შემოსული ენმ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ენმ-ის წარსულის ლანძღვის, გამარკვიეთ. თქვენ მართლა ხალხი სულელი ხომ არ გგონიათ?“, – წერს ანა წითლიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი