შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 03 მაისი 2023, 11:03

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედია სივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

„დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედია სივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე.

ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი