226
02 მაისი 2023, 20:16
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება რომლის თანახმადაც, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს და გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები.
წიწავას შეფასებით, ეს ყველაფერი მაღალ სტანდარტზე და გამჭვირვალობაზე მიუთითებს.
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლის პროცესი დაასრულეს. გადათვლის შედეგად არ შეცვლილა არჩევნების შედეგები. ამომრჩევლის 91 % ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა. მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალობა და ელექტრონული ტექნოლოგია- ეს არის საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების მოკლე შეფასება!”, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |