246
02 მაისი 2023, 20:05
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ზურაბ და იური ვაზაგაშვილებისთვის პატივის მისაგებად შეკრებას აანონსებს.
როგორც კაკაბაძე წერს, დღეს, 19:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან - კორტებთან მოქალაქეები შეიკრიბებიან.
„ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლ მამა-შვილს გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. „დღეს 19:00 საათზე, ვიკრიბებით კორტებთან. ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად და პატივის მისაგებად. ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა.“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |