დავით ქართველიშვილი: საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო აშშ-ის მიერ ჩვენთვის „მიწისზედა“ დახმარების გამო. ამ მადლიერებაში არ უნდა გამოგვრჩეს მისი „მიწისქვეშა“ დახმარების ფაქტებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 29 აპრილი 2023, 10:58

ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას და შესაბამის შეხვედრაზე ელჩის დასწრებას.

„საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო აშშ-ის მიერ ჩვენთვის „მიწისზედა“ დახმარების გამო. ამ მადლიერებაში არ უნდა გამოგვრჩეს არც მისი „მიწისქვეშა“ დახმარების ფაქტებიც. მართალია, საქართველოში ამერიკის დიპლომატიის ისტორიის განმავლობაში საკუთარი ელჩის მიწის ქვეშ გაგზავნის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, ამიტომ ქალბატონ კელი დეგნანი „მთის მივლინების ბლანკით“ ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მდებარე „პადზემკა“ პარკინგის მშენებლობის თათბირზე ვიხილეთ.

„ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში. საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა ავტოსადგომის სივრცის ნაკლებობის თაობაზე. ამიტომ კარგია, რომ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები“, - ბრძანა კელი დეგნანმა.

ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა, გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი