ვატო შაქარიშვილი: რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თავს უფლებას აძლევენ, ჩაერიონ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 29 აპრილი 2023, 10:06

რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობიდან დაწყებული, ქვეყნის აწმყოს, მომავლის და წარსულის განსაზღვრით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერში, - ასე ეხმაურება კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დასწრებას თბილისის მაცხოვრებლების საყოფაცხოვრებო შეხვედრაზე, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის საელჩო უკანონო მშენებლობებს ლობირებს, მსგავსი სახის მიდგომები კი, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.
როგორც ვატო შაქარიშვილი აცხადებს, კელი დეგნანის წინამორბედი, იან კელი, პირადად იყო ჩართული გიორგი რურუას მიერ წარმოებული უკნანონო მშენებლობის ლობირებაში.

„ზესახელმწიფოს სახელით მიწისქვეშა პარკინგზე…
ამ საოცარი სურათის ნახვისას ჯერ გულიანად გაგვეცინა ყველას, მაგრამ ღიმილი რომ გადავიდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდით იმაზე, თუ სადამდეა დაცემული ამერიკის ელჩი და მისი ქვეყნის დღევანდელი მმართველობა…
რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობიდან დაწყებული, ქვეყნის აწმყოს, მომავლის და წარსულის განსაზღვრით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერში…

მინდა, იცოდეთ, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა (ამაზე ადრეც ვწერდი), როდესაც პირადად ელჩი ლობირებს კონკრეტულ უკანონო(!) მშენებლობას ჩვენს დედაქალაქში! კელი დეგნანის წინამორბედი იან კელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებაში, უშუალოდ ლობირებდა ჟორიკა რურუას უკანონო მშენებლობას იპოდრომის მიმდებარედ. იან კელი, 2017 წელს საკუთარი ფეხით მივიდა თბილისის მერიაში და მოითხოვა ჟორიკა რურუასთვის მიეცათ უკანონო მშენებლობის წარმოების უფლება! მაშინაც ეს ამერიკული ინვესტიციის შირმით იფუთებოდა, რადგან რურუას აშშ-ის მოქალაქე ჰყავდა ლეღვის ფოთლად აფარებული, მაგრამ დოკუმენტებით და თავად რურუას განცხადებით დასტურდება, რომ უკანონო მშენებლობის უკან სწორედ ის დგას! აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობა დღემდე იბრძვის, მათ წინააღმდეგ რურუამ სარჩელიც კი შეიტანა, რითაც აშინებს და აშანტაჟებს ადგილობრივებს, რომ მათ შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ამას არ გავუჩუმდებით! ასეთ შეურაცხმყოფელ, აღვირახსნილ მიდგომებს ვებრძვით და ამას გავაპროტესტებთ 30 აპრილსაც და ყოველთვის, სანამ არ შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობის ფორმები! თუ იმდენი ეთიკა, კულტურა, ზნეობა არ გყოფნით, რომ ნებსით პატივი გვცეთ, მაშინ გაიძულებთ, რომ პატივი სცეთ საქართველოს - მის ხალხს! სუვერენიტეტს! დამოუკიდებლობას! კანონს! წარსულს! სიწმინდეებს! ავტორიტეტებს!“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი