რადგანაც სააკაშვილს ვერ შველიან, საბოლოოდ, შესაძლოა, მისი საკითხი იმდენად უსარგებლო და ფუჭი გამოდგეს, რომ ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება, არც მოიკითხონ საერთოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 28 აპრილი 2023, 14:43

სააკაშვილი რომ დამნაშავეა, ამაზე არავინ დავობს. ამას ისიც ემატება, რომ ის ყველაზე სახელგატეხილი, სამარცხვინო და უღირსი პატიმარი გახლავთ. მაშ, რა ხდება ვის ჭირდება ამდენი სტატიები, რომლის გამოქვეყნებაში, ლობისტები მილიონობით დოლარს იღებენ?, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ, სადაც ნაჩვენებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმეტესობა, ლობისტური კამპანიის ნაწილია.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა,, არამხოლოდ შეცდომა, არამედ დიდი კრახი აღმოჩნდა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ექსპერტის თქმით, არ არის გამორიცხული, ამ წარუმატებლობის შემდეგ სააკაშვილის საკითხი იმდენად უინტერესო გახდეს, რომ ლობიზმის გარეშე ის არც კი გაიხსენონ.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.” ეს, ცხადი და გასაგებია, მაგრამ მოდით მთავარი ავხსნათ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი: სააკაშვილი, რომ დამნაშავეა ამაზე არავინ დავობს. ამას ისიც ემატება, რომ ის ყველაზე სახელგატეხილი, სამარცხვინო და უღირსი პატიმარი გახლავთ. მაშ, რა ხდება ვის ჭირდება ამდენი სტატიები, რომლის გამოქვეყნებაში, ლობისტები მილიონობით დოლარს იღებენ. სააკაშვილის შემოგდება-შემოპარება არამარტო შეცდომა, არამედ დიდი კრახი აღმოჩნდა ყველა იმ ძალისთვის, რომელიც დაინტერესებული იყო ახალი რევოლუციის მოწყობით, შემდეგში ხელისუფლების გადატრიალების გზით შეცვლით და საბოლოოდ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევით. ამჯერად კი არც ისაა გამორიცხული, რომ რახან სააკაშვილს ვერ შველიან, საბოლოოდ მისი საკითხი იმდენად უსარგებლო და ფუჭი გამოდგეს, რომ ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება, არც მოიკითხონ საერთოდ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი