მთელი ეს ისტერია, რაც ოპოზიციას აქვს ატეხილი, ეძღვნება ერთადერთ მიზანს - საქართველომ არ მიიღოს სტატუსი, რაც ავტომატურად გამოყენებულ იქნება დესტაბილიზაციისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 27 აპრილი 2023, 13:11

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამიტომაა, რომ ყველა მიმართულებით, მცდელობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისა და ცრუ-მოლოდინების შექმნის, რათა სტატუსზე უარის საფუძველი შექმნან.

„აჰა, მეტი რაღა უნდა თქვან? მთელი ეს ისტერია, რაც ოპოზიციას აქვს ატეხილი, ეძღვნება ერთადერთ მიზანს - საქართველომ არ მიიღოს სტატუსი, რაც ავტომატურად გამოყენებულ იქნება დესტაბილიზაციისათვის. ამიტომაა, რომ ყველა მიმართულებით, მცდელობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისა და ცრუ-მოლოდინების შექმნის, რათა სტატუსზე უარის საფუძველი შექმნან. მოსამართლეების სანქცირება და კანონპროექტის რუსულად „მონათვლაც“ ამ სერიიდანაა! დიახ, ამ სტრატეგიაში ჩართულია ყველა ქართველი რადიკალი და საერთაშორისო აქტორები დაწყებული ამერიკის ელჩით, გაგრძელებული ფოტიგა-კუბილიუსებითა და დასრულებული გლობალური ომის პარტიის ექსპერტებით. საქართველოსგან უნდა შექმნან, არასანდო პარტნიორი, დისკრედიტირებული ხელისუფალთა და უპერსპექტივო საზოგადოებით. ეს მისცემს საბაბს ოფიციალურ ევროკავშირს, რომ საქართველოს უარი უთხრას კანდიდატის სტატუსზე“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი