ნინო ფოჩხუა კობა ნაყოფიას: მინდა გაგიცრუოთ იმედები - ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომლმაც უკვე გააკეთა არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 27 აპრილი 2023, 12:10
თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას იმ განცხადებას, რომელშიც ნაყოფიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია და მისი პარტნიორები ვერ გაიმარჯვებენ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც არჩევანი სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, უკვე გაკეთებული აქვს. 

„ბატონო კობა, სიტყვათა წყობა "ეჭვიც არ მეპარება" და "თუ" უადგილოა ამ განაცხადში. თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, თქვენ და თქვენი პარტნიორები ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომლმაც უკვე გააკეთა თავის არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი