ვატო შაქარიშვილი: აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა, არსებობს მხოლოდ ორი აზრი - ლიბერალური და არასწორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 25 აპრილი 2023, 18:05
სრულიად სამართლიანად უწოდებს ტრამპი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ბოლშევიკურს! აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა! არსებობს მხოლოდ ორი აზრი - ლიბერალური და არასწორი, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის გადაცემა დაიხურა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ფეისბუკიდან“ წაშალეს, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ოჯახის კორუფციული სქემების შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში დაბლოკეს, აშშ კვლავ აგრძელებს სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე საუბარს.
„სრულიად სამართლიანად უწოდებს ტრამპი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ბოლშევიკურს! აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა! არსებობს მხოლოდ ორი აზრი - ლიბერალური და არასწორი… რომელ სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკებიან ჩვენ, როდესაც 2020 წელს მოქმედი პრეზიდენტი(ტრამპი) ფეისბუქიდან წაშალეს; ბაიდენის ოჯახის კორუფციული სქემების შესახებ ცნობები ტვიტერზე დაბლოკეს; საჯარო პირებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, პედაგოგებს და სხვა პროფესიის ადამიანებს სამსახურებიდან ყრიან და ზოგს იჭერენ კიდეც თუ ე.წ. woke იდეოლოგიას არ ეთანხმებიან… აგერ, FOX NEWS-მა ყველაზე რეიტინგული, ყველაზე ყურებადი წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა, იმიტომ რომ ვერ დაიმორჩილეს დემოკრატებმა! ტაკერი სიმართლეს ლაპარაკობდა უკრაინაზეც, შიდა პოლიტიკაზეც, გაყალბებულ არჩევნებზეც და ლიბერალურ woke იდეოლოგიაზეც… ასე, ადგნენ და გადაცემა დაუხურეს! მერე ანგარიშებს აქვეყნებენ და თურმე საქართველოში ყოფილა უმძიმესი მედია გარემო და 12 პუნქტიან დავალებაში გვიწერენ თუ არ გამოასწორებთ სტატუსი არ იქნებაო… საქართველოში რომ მოვინდომოთ ფეიკ ნიუსის გავრცელების კანონით დარეგულირება, გვეტყვიან რუსული მიდგომააო და ახალ არეულობას მოაწყობენ… ამერიკას არ ყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე არის ეს ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი