დიმიტრი ხუნდაძე: აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს თანავუგრძნობ და გამოვთქვამ იმედს, რომ საკითხი ბავშვების უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 25 აპრილი 2023, 12:56

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საკითხი კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს. პროცესების ქუჩაში გადატანა კი დაუშვებელია.

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს თანავუგრძნობ და გამოვთქვამ იმედს, რომ საკითხი ბავშვების უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ არ მესმის იმ პოლიტიკოსების და ცრუ გულშემატკივრების, რომელთა მიზანიც აბსოლუტურად სხვაა.

სამედიცინო საკითხების ქუჩაში გატანა, პირველ რიგში პაციენტებისთვის, სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებს ყველა ენაცვლება აქვს ამის კომპეტენცია თუ არა. ქუჩიდან ხან დიაგნოზებს უკვეთენ და ხან მკურნალობას. ერთიც და მეორეც დარგის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს.

თუკი მათი მხრიდან საჭიროება და მედიკამენტის უსაფრთხოება დასაბუთებული იქნება, გადაწყვეტილებაც სწრაფად უნდა იქნას მიღებული. სხვა ნებისმიერი გზა არასწორი და სარისკო იქნება", - წერს დიმიტრი ხუნდაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი