ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ, რადგან იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის საპირისპირო პროცესების კალაპოტში გადაიყვანა საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 24 აპრილი 2023, 22:38

აღებული აქვთ ჩვენი წარმატებული სფეროები, რომელთაც ეღირსათ განვითარება, ხაზს ვუსვამ, ეს არის მუსიკა, სპორტი, კულტურა. მაგალითად, ურტყამენ ელისო ბოლქვაძეს, ლაშა ტალახაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას. სფერო არ დარჩა, სადაც კი ქართველმა გენიამ არ იფეთქა, ამ სტაბილურობის და სამშვიდობო პერიოდში განვითარდა, ყველას ურტყამენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ არ სჭირდებათ ავტორიტეტები, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა

მისი თქმით, ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანები რომლებიც თავს ესხმიან წარმატებულ ქართველებს, -ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ განათლებული და წარმატებული ადამიანის დამონება და მართვა ძალიან ძნელია

„ხალხის ძალის“ დღევანდელი წერილის დარტყმის ეპიცენტრში იყო უპირობო ავტორიტეტი მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ამ ავტორიტეტს ურტყამენ? -ურტყამენ ჩვენი წარსულის ავტორიტეტებს. უკვე მერამდენე წელია სამიზნეშია აყვანილი ერეკლე II.

ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აღებული აქვთ ჩვენი წარმატებული სფეროები, რომელთაც ეღირსათ განვითარება, ხაზს ვუსვამ, ეს არის მუსიკა, სპორტი, კულტურა. მაგალითად, ურტყამენ ელისო ბოლქვაძეს, ლაშა ტალახაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას. სფერო არ დარჩა, სადაც კი ქართველმა გენიამ არ იფეთქა, ამ სტაბილურობის და სამშვიდობო პერიოდში განვითარდა, ყველას ურტყამენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ არ სჭირდებათ ავტორიტეტები. მათ სჭირდებათ ლაქიები, მაქსიმუმ - დავალების შემსრულებელი აგენტები.

დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო მათ ინტერესებში არ შედის. მათ სჭირდებათ ტერიტორია, ბიო მასით და გენმოდიფიცირებული მოსახლეობით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიაღწიეს, მაგრამ ნურავის შეექმნება შთაბეჭდილება, რომ დამღუპველი მასშტაბია (არ არის დამღუპველი მასშტაბი). ძალიან ცუდი პროცესია, რომელზეც სამუშაოა და ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ ამ ახალგაზრდობას ავუხსნით, ვინ არიან, სად არიან და ვის გვერდში დგანან. არ შეიძლება შენში ეს ყველაფერი დაიკარგოს. ამ ქვეყანაში დაბადებით, ნათლობით, მეგობრებით, ამ ქალაქში ყოფნით, არ შეიძლება გადაიქცე იმ ბიომასად, იმ რობოტად, რომელსაც ერთი ინსტრუქცია აქვს ჩადებული, რომ ამ ქვეყანას ბოლო მოუღო.

ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება,ახალგაზრდებს მოვეფეროთ, ჩვენს ავტორიტეტებს გვერდში დავუდგეთ. ჩვენი წერილი ზუსტად ის არის, რომ ყველაფერ იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ, რამაც საპირისპირო პროცესებს ჩაუყარა საფუძველი. აი იმ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის საპირისპიროდ პროცესების კალაპოტში გადაიყვანა საქართველო“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი