ის სკანდალი და კრიმინალი, რაც გახმაურდა BBC-ის დოკუმენტური ფილმის შედეგად კეზერაშვილის შესახებ, ძალიან ძნელი იქნება, რომ რამით გადაფარონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 23 აპრილი 2023, 14:24

ის სკანდალი და კრიმინალი, რაც გახმაურდა BBC-ის დოკუმენტური ფილმის შედეგად კეზერაშვილის შესახებ, ძალიან ძნელი იქნება, რომ რამით გადაფარონ, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ცხადია, ცდილობენ მისი მსახურები, რომ რამით შეფუთონ და გადაიტანონ ისრები მმართველი პარტიისკენ, ან კონკრეტული ადამიანებისკენ, თითქოს ისინიც არიან გახვეულები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ის მთავარი დანაშაული არსად ქრება და პასუხისმგებლობა აკისრია მას [კეზერაშვილს]“, - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე, BBC-ის მიერ მომზადებული სკანდალური ფილმის შემდეგ დავით კეზერაშვილის ფრთამ საქმეში „ქართული ოცნების“ კვალის ძებნა დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა.

წყაროს ინფორმაციით, საქმე შესაძლოა ფულის თაღლითურად მითვისების საქმეს უკავშირდებოდეს. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლი და „ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი