კელი დეგნანი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამჟამად „дембельский аккорд-ის“ შესრულების პროცესშია. მისი უფლებამოსილება ფაქტობრივად ამოიწურა, მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია, მაგრამ ძირითადი დავალება შესრულებული არ აქვს და ამიტომ განრისხებული „ბოსი“ არ ჩქარობს მის სახლში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, კელი დეგნანის თანამდებობაზე ყოფნა საბჭოთა არმიაში არსებულ „дембельский аккорд-ს“ ჰგავს. დავით ქართველიშვილმა ასევე მიმოიხილა ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები, რომლებიც კელი დეგნანმა საქართველოში ამერიკის ელჩის პოზიციაზე ყოფნის დროს გადადგა.
„საბჭოთა არმიაგამოვლილებს ძალიან კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს „дембельский аккорд“. როდესაც შენს დემობილიზაციაზე სახლში თავდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ 2-3 თვე კიდევ არ გიშვებენ ჯარიდან და ხშირად გიგონებენ რაღაც სისულელე დავალებებს, რომლის შესრულებისთანავე ვალდებულები არიან, დაგაბრუნონ სახლში.
კელი დეგნანი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამჟამად ამ „дембельский аккорд-ის“ შესრულების პროცესშია. მისი უფლებამოსილება ფაქტობრივად ამოიწურა, მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია, მაგრამ ძირითადი დავალება შესრულებული არ აქვს და ამიტომ განრისხებული „ბოსი“ არ ჩქარობს მის სახლში დაბრუნებას.
არ ჩქარობს ჩამოსვლას არც მისი შემცვლელი - ვის უნდა სხვისი შეუსრულებელი მისია იტვირთოს?! სჯობს, დაელოდო ან სასწაულს შესრულებული დავალების სახით, ან შენი წინამორბედის სრულ „ჩა-შილა-ფლავებას“, რომ სუფთა ფურცლიდან მოგიწიოს ახალი დავალებების შესრულება.
რა არ გააკეთა კელი დეგნანმა, ყველაფერს ვერც ჩამოთვლი: ციხიდან გამოაშვებინა პრეზიდენტს სამი კრიმინალი: უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა; ხელს აფარებდა შულერობაში გამოჭერილ „ISFED-ს“, არჩევნების „გაყალბების“ თემაზე მასობრივი არეულობის აგორების მიზნით; ფარულად ხელმძღვანელობდა პოსტ-საარჩევნო ნახევარწლიან ოპოზიციური ბოიკოტის რეჟიმს ქვეყანაში; სააკაშვილის კონტრაბანდულ ჩამოყვანაზე სასწაული პასუხი გასცა: „არ ვიცი, დამნაშავეა, თუ არა, ეს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს“; ხელს აფარებდა საკუთარი საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც კონკრეტულ მოსამართლეზე ახდენდნენ ზეწოლას; დიდი ალბათობით, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის კამპანიაში; მისი პატრონაჟით დაფინანსებული „არასამთავრობო“ სექტორი „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნით აიყვანა ქვეყნის პოლიტიკურ ავანსცენაზე; უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ სანქციებში მოაყოლა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე; უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალ კეზერაშვილის „ადვოკატირების“ კამპანიაში; ხატია დეკანოიძის შემდეგ ფაქტობრივად ხელმძღვანელობს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას; უშუალო ორგანიზატორად მოგვევლინა მიზანმიმართული სტიგმა „რუსული კანონის“ შექმნაში და მის ირგვლივ ატეხილ დესტრუქციულ კამპანიასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში; ქვეყნის „აყირავებისა“ და კრიმინალური ბანდის ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველთა პირდაპირი დამცველი, ლობისტი და ტაქტიკური ორგანიზატორია...
ეს არის „ДМБ-ის“ კარამდე მისული კელი დეგნანის დესტრუქციული საქმიანობის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი. ჩვენ აშშ-ის ბევრი ელჩი გვახსოვს, იყვნენ, მათ შორის, ღირსეული ადამიანებიც, მაგრამ იყო იან კელიც. თუმცა ასეთი კონცენტრირებული მავნებლობით გამორჩეული ამერიკელი ჩინოვნიკი საქართველოში, მე პირადად, არ მახსენდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |