ზურაბ ქადაგიძე: მეტი რაღა უნდა იკადროს და როგორღა გვითხრას ღიად აშშ-ის ელჩმა, რომ ყველა რადიკალური პროცესის უკან ისინი დგანან?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 20 აპრილი 2023, 19:03
„გილოცავთ, „შულავრის“ საზოგადოებავ, 21-ში თუ ფილიპე მახარაძე გხელმძღვანელობდათ, ახლა კელი დეგნანი მოგევლინათ მხსნელად. რა ვიცი, აბა, ამის მეტი რაღა უნდა იკადროს და როგორღა გვითხრას ღიად ელჩმა, რომ ყველა რადიკალური პროცესის უკან ისინი დგანან?!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა. 

 ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელჩმა ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარა მისი მხარდაჭერა საქართველოში განვითარებული ყველა რადიკალური პროცესის მიმართ. 

 „1921 წელს „შულავრის“ რევოლუციური კომიტეტის მთავარი მისია იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა. ჰოდა 2023 წელს, საქართველოში ახალი „შულავრის“ კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს აღმასრულებელ, საპარლამენტო, სასამართლო ხელისუფლებათა და სახელმწიფო ინსტიტუტთა ლიკვიდაცია. ამის ნათელი მაგალითია ის აღვირახსნილი კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, რასაც მისი, როგორც სახელმწიფო ფუნდამენტის მორყევა უნდა მოჰყვეს. გილოცავთ, „შულავრის“ საზოგადოებავ, 21-ში თუ ფილიპე მახარაძე გხელმძღვანელობდათ, ახლა კელი დეგნანი მოგევლინათ მხსნელად. რა ვიცი, აბა, ამის მეტი რაღა უნდა იკადროს და როგორღა გვითხრას ღიად ელჩმა, რომ ყველა რადიკალური პროცესის უკან ისინი დგანან?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი