გია აბაშიძე: სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ამერიკელი და ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 20 აპრილი 2023, 11:34

საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის დიპლომატისგან მიუღებელია. მისივე თქმით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მოსამართლეების დასანქცირებაში კელი დეგნანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში, აშშ-ის ამ ნაბიჯმა, უკურეაქცია გამოიწვია.

„საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა. სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ამერიკელი და ნესიმიერი უცხოელი დიპლომატისგან. როგორ მუშაობენ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არაა ქალბატონი დეგნანის საქმე. ზღვარგადასულია კადნიერი ნოტაციების კითხვა!
ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებაში დეგნანმა არ ითამაშა უმნიშვნელო როლი. თუმცა, ფართო საზოგადოებაში თუ რა უკუშედეგი გამოიწვია ამ სანქციობანამ, ალბათ უნდა ხვდებოდნენ აშშ-ის საელჩოში.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი