ზაალ ანჯაფარიძე კელი დეგნანს: რატომ გგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 19 აპრილი 2023, 20:35

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში”.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც. ისე, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი