ამირან სალუქვაძე გია ნოდიაზე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი, კითხვას სვამს, თუ ფული კარგი საქმისთვის გინდა, მხოლოდ შეუბღალავი რეპუტაციის დონორისგან უნდა აიღოო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 18 აპრილი 2023, 13:46

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გია ნოდიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

სალუქვაძის თქმით, ნოდიამ, აღნიშნული განცხადებით, დავით კეზერაშვილი, რომელიც „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემის ორგანიზატორად არის დასახელებული, დაიცვა, ვინაიდან განაცხადა, რომ მისთვის დონორის რეპუტაციას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ფული კარგი საქმისთვის სჭირდება.

„კეზერაშვილს გადაეფარა. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი კითხვას სვამს, თუ ფული კარგი საქმისთვის გინდა, მხოლოდ შეუბღალავი რეპუტაციის დონორისგან უნდა აიღოო?თავადვე პასუხობს, ეს არარეალისტურიაო. მაგიტომ დაგიწერეთ შარშან, შეგიძლიათ პაბლო ესკობარსაც მიადგეთ მეთქი“, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი