285
15 აპრილი 2023, 00:18
"კეზერაშვილთან ფინანსური/საქმიანი ურთიერთობა შევწყვიტე 2017 წელს.
2018 წლის ბოლოდან მეგობრობაც შევწყვიტე (ჩვენ ზურგს უკან გაკეთებული პოლიტიკური მანევრების გამო) - ვდისტანცირდი, მაგრამ თავს გიგის დავესხი, მაგას არა - მისი ცოლის ხათრით.
მისი ფული არც 2020 წელს, გიგას კამპანიაში გამოგვიყენებია - ყველა კაპიკი ჩემით, დივერსიფიცირებულად ავწიე და კეზერაშვილის არცერთი თეთრი გიგას კამპანიაზე არ დამიხარჯავს.
2021 წელს - როცა თავში ისე აუვარდა, რომ გაწევა დაგვიწყო და დავრწმუნდი, რომ ამ ჩლუნგს ოლიგარქობა მოუნდა - საჯაროდ დავესხი თავს და მისი პოლიტიკური განადგურება დავისახე ამოცანად.
ანუ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის როლი, რაც მას სურდა.
სასოწარკვეთილი იდიოტები ხართ, ვინც “იიიიი ფული არ მისცა და ამიტომ ლანძღვა დაუწყო” - ს გაიძახით და საკუთარ თავს ყიდით.
თორემ მე რომ არ კარგად მიცნობთ -
ამას კი ვხვდები", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |