259
14 აპრილი 2023, 18:05
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ამ გამოძიებამ სულ ცოტა უხერხულობა უნდა შეუქმნას იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც კეზერაშვილს პოლიტიკურ დევნილს უწოდებდნენ.
„ყველა გზა, რომ კეზერაშვილთან მიდიოდა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცოდა, თუმცა, ერთი დეტალი მინდა შეგახსენოთ იმ ბინძური კამპანიიდან, რასაც გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდა:
შარშან, ევროდეპუტატების ერთ მიმართვაში, კეზერაშვილი მოხსენიებულია როგორც დევნილი, ჩაგრული მედია-მენეჯერი.
ჰოდა, რა მაინტერესებს, იცით? იოტისოდენა სირცხვილის გრძნობა მაინც თუ ეუფლებათ იმ დეპუტატებს, ვინც საერთაშორისო თაღლითსა და უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ მაქინატორს „პოლიტიკურ დევნილად“ გვასაღებდნენ?
კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი, იუკნევიჩიენე და ძმანი მისნი, რომლებიც ხელაღებით გვიმტკიცებდნენ კეზერაშვილის მედიამენეჯერობას, რეზოლუციებს უძღვნიდნენ და ამით პოლიტიკურ სარჩულს უკერავდნენ საერთაშორისო თაღლითს, არანაკლებ დამნაშავეები არიან საერთაშორისო პოლიტიკური სპეკულაციების გამო, ვიდრე კეზერაშვილი, რომელმაც უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |