314
14 აპრილი 2023, 17:29
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყველა ვინც რჩება დავით კეზერაშვილის "გათეთრების" სხვადასხვა უბადრუკი გზავნილებით, იმის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე კომენტარიც კი ზედმეტია.
“BBC-ის მიერ სერტიფიცირებული "Mr Offshore", იგივე სუპერთაღლითის, დ.კეზერაშვილის გამართლების უსუსური მცდელობები კიდევ უფრო ადეგრადირებს მის მარიონეტებს.
ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების ორკესტრირებულ მძარცველს, დავით კეზერაშვილს გაემიჯნება ყველა აქტორი, ვინც არაა მის ბინძურ დოტაციაზე. ხოლო ვინც რჩება მისი "გათეთრების" სხვადასხვა უბადრუკი გზავნილებით, იმის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე კომენტარიც კი ზედმეტია.
ასევე უსუსურია იმის მტკიცება, რომ თითქოს ეს ხელისუფლება მფარველობდა ("კრიშავდა") კეზერაშვილის კრიმინალურ სინდიკატს საქართველოში.
გაუთვითცნობიერებულებს და მეტწილად, მყარი ფაქტების დაუნახავებს, შევახსენებ, რომ ქართველი სამართალდამცველნი მონაწილეობენ ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შესაბამის კოორდინირებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ყოველგვარი ინსინუაცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური ქოლ-ცენტრების ხელშეწყობაზე ავტომატურად უდრის უვიც 'ნოდარმელაძეობას,” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |