204
10 აპრილი 2023, 13:19
„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, სინამდვილეში კი რეზიდენტმა კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!
ამ საბრალო არსებამ ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც მომიტინგეთა მიერ საქართველოს მიწაზე დაგდებული დროშა აიღო და გულში ჩაიხუტა!
არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ ვიღაც ევროკავშირდროშა მოხვეულ თავისნაირ უსამშობლოს, რომელსაც მამა (სამშობლო) დავიწყებია და მამინაცვალს (ჯერჯერობით იმასაც მიუწვდომელს) იფიცებს!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |