240
10 აპრილი 2023, 12:45
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 8-9 აპრილს, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ აქციებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას, სოციალურ ქსელში აფასებს.
გია აბაშიძის განცხადებით, აქციებზე შეკრებილ ოპოზიციონერებს, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მისივე თქმით, ზურაბიშვილმა, 9 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, ქართველი პოლიციელები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ იგერიებდნენ, წითელ არმიას შეადარა. აბაშიძეს ასევე დაუშვებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ერთმანეთს გაუტოლა პარლამენტზე თავდამსხმელთა რიგებში მყოფი ნანა მალაშხია და 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო, ნანა მახარაძე.
„2023 წლის 8-9 აპრილს, რუსთაველზე ვიხილეთ ქართული საზოგადოების მცირე ნაწილის უკიდურესი მარაზმის დემონსტრირება:
- 8 აპრილს, ჩერგონავტების უფასო ელექტრონული მუსიკის შაბაში იმ ადგილას, სადაც 34 წლის წინ ჩვენი საამაყო თანამემამულენი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წითელი არმიის ჯალათებს ელოდნენ. ბოკერიას შნირები თუ სანახაობაზე მისული ამებები უმძიმეს ბრალდებებში მხილებული ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზიაციისთვის შეიკრიბნენ.
- 9 აპრილს, ოპერაში, დე იურე, მაგრამ საზოგადოებაში ლეგიტიმაციადაკარგულმა, არაადეკვატურმა სალომე ზურაბიშვილმა თავხედურად აღნიშნა: "ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმისი დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა. აბა სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია"...
გამოდის, რომ საქართველოს უცხო სხეულმა ზურაბიშვილმა ჩვენი გმირი პოლიციელები წითელ არმიას შეადარა და ირიბად მანაც მოახდინა ლაზარე გრიგორიადისის ფსევდო-ჰეროიზიაცია.
გაუტოლა რა ერთმანეთს პარლამენტზე თავდამსხმელი ანარქისტების რიგებში ევროკავშირის დროშის მოფრიალე ნანა მალაშხია და 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, ნანა მახარაძე, რომელსაც მანქანიდან სამგლოვიარო დროშა ჰქონდა გადმოფენილი, ორივე ღირსების მედლებით დააჯილდოვა. არც კი ახსენა ის ღირსეული პოლიციელი, რომელმაც 7-8 მარტს, პარლამენტთან, გავეშებული კრიმინალების მოგერიებისას, მათ მიერ დაგდებული საქართველოს დროშა ხელში აიღო, ეამბორა და შეინახა.
- 9 აპრილს, პარლამენტთან, ჩვენი ჯარის მძარცველი, ძებნილი კეზერაშვილის დასპონსორებულ ნაცსექტის სამარცხვინო აქციაზე, ასევე მოხდა გრიგორიადისის "ჰეროიზაცია". ცხადია, არ გამორჩათ მსჯავრდებული სააკაშვილისა და გვარამიას ავადმყოფური ფეტიშიზაციაც. მეტიც, კრიმინალი ნაცრეჟიმის არქიტექტორზე გულისამრევი დითირამბებით საუბრისას, ერთ-ერთმა ნაცგოშიამ, გია ბუღაძემ თქვა: ზვიად გამსახურდიას სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში...
ჩვენი სახელოვანი გმირების, ისტორიული ფიგურებისა და მოვლენების დაკნინების მცდელობაში აქტიურად მონაწილე მარგინალ ქართველებზე ზედგამოჭრილია ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძის ეს ეპიზოდი ლეგენდარული ფილმიდან "ნატვრის ხე"“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |