259
07 აპრილი 2023, 19:53
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან მოსამართლეების სანქცირებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის მილოცვით რომ არ დაიწყებს... ხარება დღეს რომ იტყვის: „მე დღეს არ მიხარია“... თან რომ ამბობს, ამერიკის ელჩს შევხვდი, სავიზო შეზღუდვებს ეხებაო და თან ვწუხვარ, რომ საქართველო დასანქცირებულ ქვეყნების სიაში შეიყვანესო... ამ ოთხ მოსამართლეს ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთო (!).
ამ ქალისგან რაიმე ეროვნული, პოზიტიური, კონსტრუქციული, ქართული, ჯიგრული - გსმენიათ აქამდე რამე? ლინკი ჩამიგდეთ, გთხოვთ! უმაგრესი შეხვედრა აქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს! ერთი სიტყვით მაინც შეეხე, შეაფასე, შეაქე! ეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეხება! ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება! არა! ათი წუთი - „არ მიხარია“, „ვწუხვარ“ და ამერიკის ელჩს ნუ გაებუტებით, გეხვეწებითო - ეს ხომ უკვე პათოლოგიაა?!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |