ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის მოქალაქის მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აკერმანის შემცვლელი, აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს.
„ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი ქვეყანაში არ შემოუშვეს. რატომ, რისთვის ამას სამართალდამცველი ორგანოები გაარკვევენ. რაც დღეისთვის ცნობილია აკერმანის შემცვლელი აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას ანუ ატრენინგებდა აქაურ აგენტებს და ქვეყნის მტრებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ესროლათ მოლოტოვის კოქტეილები და დაეწვათ პოლიციის მანქანები, ალბათ შეჭრილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და დაემხოთ ხელისუფლება. რაღაც უცნაურად დაემთხვა მისი მეორედ ჩამოსვლა მოსამართლეების დასანქცირებას.
უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს. დიახ, არ შემოუშვეს, ვინაიდან გამართულად მუშაობს ჩვენი უშიშროების სისტემა და გაშიფრეს ბატონი ქომინსი. ასე იქნება მუდამ, საქართველოს მტრების ადგილი აქ არ არის“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |