282
06 აპრილი 2023, 13:04
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური აქტია. ამას ყველა ხვდება და ბაიდენის მთავრობის მცდელობა, ქართველი ხალხი ჩლუნგებად წარმოაჩინოს, უშედეგოა. ქართველი ხალხი აზროვნებს! რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ დაცვას არ შევეცდები, რადგან არ ვიცი, რა კორუფციულ გარიგებებში მიიღეს მონაწილეობა. რატომ არ გვაწვდიან ფაქტებს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლებიან?, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, დამამცირებელია, როდესაც აშშ საკუთარ გადაწყვეტილებას არგუმენტებით არ ასაბუთებს.
„ამერიკის პოზიცია კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახადა ქართველი ხალხისთვის კელი დეგნანმა, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ფაქტები გვაქვს, მაგრამ არ გეტყვით, არ გთვლით ამის ღირსად, საქართველოში უფროსები ჩვენ ვართ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო.
ასე გადმოსცემენ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტი და მათი ელჩი საქართველოში. ანუ, ასე ამცირებენ ქართველ ხალხს.
რეალურად კი რა ხდება?
ხდება ის, რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამერიკა იბრძვის, წაგვართვას სასამართლო, თავისუფალი მართლმსაჯულება მათგან მართვადი გახადონ და ამით სრულად მართონ ქვეყანა. ამას უწოდებენ ისინი „სასამართლოს რეფორმას“. თუკი სასამართლოს წაიღებენ, მაშინ არჩევნების ბედსაც, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ისინი გადაწყვეტენ. ვინც უნდათ და ვინც მათი ყურმოჭრილი მონა იქნება, იმას მოიყვანენ. ეს არის სიმართლე - ქართველი ხალხი აღარ იქნება საკუთარი ქვეყნის მმართველი, ჩვენ სრულად დავკარგავთ სუვერენიტეტს.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ამ პოლიტიკური აქტით, ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ სასამართლო მომეცით, რათა შემდეგ არჩევნები წაგართვათ და ხელისუფლებაში ჩვენგან მართული პოლიტიკური გუნდი მოვიყვანოთო. ანუ, სისხლიანი რეჟიმი დავაბრუნოთო“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |