ბიძინა გიორგობიანი: აშშ-ის გზავნილი ასეთია - მათ სურთ იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით - გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 06 აპრილი 2023, 11:14

აშშ-ის გზავნილი ასეთია - პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია, შესაბამისად EU-მ არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის. შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ამავე მიზანს ემსახურებოდა თურქეთის საარჩევნო პროცესში აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება. გიორგობიანის თქმით, მეზობლებთან რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება.

„აშშ-ის გზავნილი ასეთია - პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად EU-მ არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის. შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით - გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში. პროვოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად აზია- ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება. ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახული ტრაგედია გადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში, აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა. კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს. მეზობლებთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლებელია დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება. ასევე მოუწევთ გამოსავლის მოძებნა მათ, ვინც ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები „სამიდღემჩიოდ” გაამწესა და პოლიტიკური მახე დაუგო საკუთარ თავს და ქვეყანას.

პ.ს. „კომისიის გასაძლიერებლად” მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავის ჩიქორთული ქართულით მოყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო“, - წერს ბიძინა გიორგობიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი