ლევან ნიკოლეიშვილი: გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები - წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ-ის მხრიდან ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 06 აპრილი 2023, 10:06

ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ-ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილება მეგობარი საქართველოს მიმართ, უკიდურესად არასამართლიანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას. ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ამ ნაბიჯს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილით ხსნის.

„ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. მართლა გგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებთ აქ თქვენს ორხაზიან ბოდვას კორუფციაზე? ნუთუ ასეთი ჩამორჩენილი გგონიათ ქართველი ხალხი, რომ ვერ ხვდებოდეს რა მიზნები გაქვთ? ძალიან ცუდი. ერთადერთი, რასაც მოიმკით ამ თქვენი უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებით, არის ის, რომ კიდევ უფრო გააღვივებთ ქვეყანაში ანტიამერიკულ განწყობებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების არასამართლიანი ცვლილების დაუოკებელმა სურვილმა არ უნდა დაგაბრმაოთ.” - წერს ნიკოლეშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი