ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიაზე: არის მასში რაღაც „კაგებეშნიკური”, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც - სიების შედგენა და ამის მიხედვით ხალხის დევნა ხომ მათი ხელობა იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
250 05 აპრილი 2023, 10:21

არის მასში რაღაც კაგებეშნიკური, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას იმ განცხადებას, რომლითაც „დროას” ლიდერმა ყველა იმ ადამიანის სიის შედგენის და პასუხისგების პირობა დადო, ვინც მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ღირსების შელახვას ცდილობს.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ხოშტარიას, ბოლშევიკების და ნაცისტების მავნე ტრადიციის გაგრძელებაში თანამოაზრებიც ჰყავს. ანჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოება მალე მსგავსი სახის განცხადებებს და ქმედებებს აღარ მოითმენს.

„არის მასში რაღაც კაგებეშნიკური, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო.
გააგრძელა მავნე ტრადიცია ხოშტარიამ და გგონიათ მარტოა? კიდევ ბევრი გვყავს ასეთები.
ჩვენი დიდსულოვანი ქართული საზოგადოება ჯერ დათმენის უნარს ავლენს ამ შემადგენლობის მიმართ, მაგრამ გუმანი მეუბნება, რომ ამ დათმენის ფიალა ივსება.
აი მერე რა მოხდება...” - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი