გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე: ასეთი უსისხლო ხალხია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 04 აპრილი 2023, 11:48

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის და ასევე, პარტია „დროას“ წევრის, მარიკა მიქიაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს ეხმიანება, რომელთა თქმითაც, მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ სურთ, რადგან ეს ავტორიტარიზმს გაამყარებს.

ექსპერტის თქმით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ.

„აი ასეთი უჯიშო და უსისხლო ხალხია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდაო ძალიან ცდება. არ მითხრათ, რომ ლომჯარიას დაბომბილი თბილისი არ ენატრება და რომ უკრაინელი ხალხის სიყვარულში ათენებენ და აღამებენ. ისინი ჩვენი, ჩვენი შვილების, ახლობლების, ნაცნობების, თუ უცნობების უბედურებაზე ოცნებობენ და ამ სიძულვილით არსებობენ.
სიძულვილია მათი საკვები და ჟანგბადი. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ“, - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი